რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო სცენაზე სტაბილიზატორების როლს ასრულებენ და ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ, რომ “პლანეტა კოლაფსისგან იხსნან”.
“ორი ქვეყანა, ცივილიზაცია, ორი ბირთვული ძალა, გაეროს უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი, კოლოსალური ზომის ტერიტორიის, მოსახლეობის, რესურსების, გეოგრაფიის, გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული პოზიციის პოზიციის მქონე ორი ხალხი თავს უყრიან თავიანთ პოტენციალსა და რესურსებს, რათა პლანეტა კოლაფსისგან იხსნან.” – თქვა ზახაროვამ.
