დასანქცირებასთან დაკავშირებით იყო კითხვა, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ასანქცირებენ – ესეც ერთგვარი უსამართლო დამოკიდებულების კარგი მაგალითია, თუ როგორ ხდება ქვეყნის შანტაჟი და ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე ზეწოლის გზით, გარკვეული შიშის თუ სხვადასხვა გრძნობის გაჩენის მეთოდებით.
ხშირად იყო შემთხვევები, როცა დამსანქცირებელი ქვეყნისთვის, რომელიც ტვიტერზე გააცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლების რაღაც რაოდენობის წარმომადგენლებს ასანქცირებდა, ლეგიტიმურად გვიკითხავს, იქნებ სახელები და გვარები მაინც გვითხრათ-თქო – რადგან მათ უბრალოდ იცოდნენ, რომ თქვენს დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიონ და კარი აღარ შემოგინგრიოთ. მათ ვინაობასაც არ ასახელებენ ხოლმე და უბრალოდ ასე განცხადებად რჩება.
ვიცით, ეს სანქციები სად იწერებოდა. შეგიძლიათ შეადაროთ, სახელებისა და გვარების დაწერის დროს, შეცდომებიც კი ერთნაირია – კიევში დაწერილი სანქციები სხვა ქვეყნებმა როგორ გადააკოპირეს […] ერთი მხრივ, ეს არასერიოზულია, თუმცა, მეორე მხრივ, სერიოზოულია. ჩვენ ამ საკითხს უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. იმის გარდა, რომ განცხადებებს ვაკეთებთ, კონკრეტულ შემთხვევებში ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებსაც ვდგამთ. ყველაფერს ვერ ვისაუბრებ, თუმცა სხვადასხვა ქვეყანასთან და უწყებებთან კომუნიკაცია გვაქვს, რომ ის უსამართლო ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ გადაიდგა, როცა ეს მართლაც უსამართლოა, გაასწორონ და გამოასწორონ. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებოთ გარკვეული პროგრესი გვექნება.