გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში – კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ყოფილმა ასისტენტმას დევიდ ვებმა talksport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პრემიერ ლიგაში შესაძლო გადასვლასა და “არსენალში” ტრანსფერზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, ხვიჩასთვის პრემიერ ლიგაში გადასვლა შესანიშნავი იქნება. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და ინგლისის ჩემპიონატს გაანათებდა. გადმოვა თუ არა პრემიერ ლიგაში? – დიახ, თუ ისეთ კლუბზე იქნებოდა საუბარი, რომელიც მის ამბიციებს შეესაბამება.
კვარაცხელიასთან პრემიერ ლიგის შესახებ ხშირად მისაუბრია და ის ინგლისში ასპარეზობით ძალიან დაინტერესებულია. რომელი კლუბი მოსწონს? – ეს შეიძლება იყოს “ლივერპული”, “არსენალი”, “ჩელსი” და სხვა დიდი გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ და ტიტულებისთვის იბრძვიან”, – თქვა ვებმა.