გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში პსჟ-ისთან საშინაო მატჩი 0:2 წააგო, ჯამში 0:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მატჩის 31-ე წუთზე ტრავმა მიიღო “მერსისაიდელთა” 23 წლის ფრანგმა ფორვარდმა უგო ეკიტიკემ, რომელიც მოჰამედ სალაჰმა ჩაანაცვლა.
L’Equipe-ის ცნობით, ახალგაზრდა თავდამსხმელის ტრავმა ძალიან სერიოზულია, მყესი აქვს გაწყვეტილი და მას დაახლოებით 9 თვე ვერ ითამაშებს, რაც ავტომატურად მსოფლიო ჩემპიონატს გამოატოვებინებს.
ეკიტიკემ მიმდინარე სეზონში ჯამში 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 17 გოლი გაიტანა.