The Empire of The Kop-ის მტკიცებით, არაა გამორიცხული „ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი სამუშაოდან დაითხოვონ და მისი შესაძლო შემცვლელის ვინაობა ცნობილი გახდა.
„წითლების“ მწვრთნელობის პოსტზე მთავარი კანდიდატი არა ჩაბი ალონსო, არამედ ანდონი ირაოლაა.
ირაოლას დანიშვნის მომხრე კლუბის დირექტორი რიჩარდ ჰიუზია. ის „ბორნმუთის“ ტექნიკური დირექტორი იყო, როდესაც 2023 წელს გუნდი ირაოლას ჩააბარეს და მის დანიშვნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ბასკ სპეციალისტს „ბორნმუთთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თუ „ლივერპულს“ ჩაუდგება სათავეში, გუნდის შემადგენლობას სერიოზულად გადაახალისებს.