უკრაინაში დაღუპულ გოჩა ჟვანიას და ზურა წიკლაურს საქართველოში 7 თებერვალს ჩამოასვენებენ

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გოჩა ჟვანიას და ზურა წიკლაურს საქართველოში ჩამოასვენებენ 7 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 საათზე, კიშინიოვი-თბილისის რეისით.
ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს.
გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური 2 თებერვალს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ.
ოკუპანტებმა ისინი აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე მოკლეს.
ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია, ქართული ლეგიონის შემადგენლობაში, უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”