“ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია” – დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზეც ისაუბრა:
„მე კვარაცხელიას ტრანსფერისას შანტაჟზე მოგიყვებით. როდესაც გუნდი ანტონიო კონტემ ჩაიბარა, ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ პსჟ-სგან და სხვა კლუბებისგან 200 მილიონი ევროს შეთავაზება მივიღეთ. კონტემ მითხრა: „შეგიძლიათ ოსიმენი გაყიდოთ, მაგრამ გთხოვთ, არ გაყიდოთ „კვარა“. ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან შემდეგ „კვარას“ მამასთან და აგენტთან დიდი პრობლემები შემექმნა.
ნებისმიერ 28-წლამდელ ფეხბურთელს კონტრაქტის სამი წლის მერე პრაქტიკულად უფასოდ წასვლა შეუძლია. ვინაიდან ამ მოთამაშეს და აგენტს გუნდის დატოვება უნდოდათ, გადავწყვიტე, რომ მისი გაყიდვა უკეთესი იქნებოდა. მწვრთნელი უკმაყოფილო დარჩა, თუმცა ეს იურიდიული პრობლემების გამო უნდა გამეკეთებინა.
ამ წესის შეცვლას ვცდილობ. ინვესტიციის განხორციელებისას არავინ არ უნდა დაგაშანტაჟოს. ამერიკაში კინოინდუსტრიაში აგენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ  შეუძლია რეჟისორს, სცენარისტს ან მსახიობს წარმატება მოუტანოს.  ფეხბურთში კი აგენტი უბრალოდ ვამპირია, რომელიც ყოველი მხრიდან ფულს იწოვს“.
აურელიომ თქვა, რომ ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ მარეკ ჰამშიკი იყო, რომელიც გუნდში ბოლომდე დარჩა. მან აგრეთვე ტაიმის 45 წუთიდან 25 წუთამდე შემცირების სურვილი გამოთქვა.