უკრაინამ და გერმანიამ 4 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითი შეთანხმებები გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“საუბარი მქონaდა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან. შევთანხმდით თავდაცვის სფეროში შეთანხმებების პაკეტზე, რომელიც 4 მილიარდ ევროს აღწევს – რათა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა, განვავითაროთ შორი მანძილის შესაძლებლობები, ერთად ვაწარმოოთ დრონები”, – წერს ფედოროვი.
ის აკონკრეტებს, რომ გერმანია რამდენიმე ასეული Patriot-ის რაკეტებისთვის კონტრაქტს დააფინანსებს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინული ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას.
ასევე გერმანია უკრაინისთვის 36 IRIS-T გამშვების მიწოდებას აპირებს.
გარდ ამისა, 300 მილიაონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება შორის მანძილის შესაძლებლობებში, რაც უკრაინული შეიარაღების წარმოებას გაზრდის. ასევე, გერმანია და უკრაინა AI ტექნოლოგიის გამოყენებით საშუალო მანძილის დრონებით ერთობლივ წარმოებას იწყებენ და პირველ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები 5 000 დრონს მიიღებენ.




