საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვევა

11
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ო’ფლაერტის განცხადებით, ვიზიტის მთავარი მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
„საქართველოში მივემგზავრები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო“, – წერს მაიკლ ო’ფლაერტი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?