“რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?” – გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა

პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” ფანტასტიკურ ფორმაშია, “ქალაქელებმა” ბოლო 3 მატჩში “არსენალს”, “ლივერპულსა” და “ჩელსის” სძლიეს და პრემიერლიგის სატურნირო რბოლაში “მეთოფეებთან” ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, თანაც “სიტის” ლონდონელებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
გვარდიოლას პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რამ გამოიწვია “სიტის” თამაშის გაუმჯობესება, რაზეც ესპანელმა ხუმრობით უპასუხა:
“რამ გამოიწვია ჩვენი თამაშის გაუმჯობესება? მზემ! რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მანჩესტერში მზე არასდროსაა. ნოემბერში მზე რომ ანათებდეს, იანვარში პრემიერ ლიგის ჩემპიონები გავხდებოდით. ​​სიმართლე გითხრათ, ყველაფერი მზეზეა დამოკიდებული. ის განწყობას მიმაღლებს”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის მომდევნო ტურში “სიტი” “არსენალს” დაუპირისპირდება, მატჩი 19 აპრილს, “ეტიჰადზე” გაიმართება.