ლეგენდარულმა ოლივერ კანმა, “ბაიერნის” მეკარეს, მანუელ ნოიერს სეზონის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელის კარიერის დასრულება ურჩია.
“ამაზე უკეთესი დრო არ არსებობს, რადგან წელს შეუძლია ყველა ტიტული მოიგოს და კარიერა უმაღლეს დონეზე დაასრულოს. რაში სჭირდება ზაფხულში, აშშ-ში, 40 გრადუს სიცხეში თამაში? წარმომიდგენია, რომ ეს არის ის ფიქრები, რომლებიც შესაძლოა ახლა მის თავში ტრიალებს.
თუ “ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ამას მესამედ მოახერხებს. მსოფლიო ჩემპიონატიც მოგებული აქვს, კარიერის დასრულებისთვის ამაზე კარგი დრო აღარ ექნება”, – განაცხადა კანმა.
შეგახსენებთ, “ბაიერნი” ბუნდესლიგას 9 ქულით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში კი “რეკორდმაისტერმა” “რეალი” 2:1 დაამარცხა.