იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი გაუჩნდა

თუ ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაზე უარს იტყვის, ფიფა ოთხ ნაკრებს შორის პლეი-ოფის ჩატარების ვარიანტს განიხილავს, რომლის გამარჯვებული ირანს ჩაანაცვლებს, – იტყობინება RMC Sport-ი.
შესაძლო პლეი-ოფში აზიის კონფედერაციისა და ევროპის ორ-ორი ეროვნული გუნდი ითამაშებს.
ამ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შესაძლებლობა იტალიას მიეცემა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში ბოსნიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.