აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

6
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება – დაწესდა დროებითი მარშრუტებიც. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 12-13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი ამოქმედდა და აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს 8:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.
მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ “მარჯანიშვილის”, “დელისის”, “სარაჯიშვილის”, “ვარკეთილის”, “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიიდან და “დიდუბის” ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის თბილისის მეტროც. 11 აპრილის ღამეს მეტრო 12 აპრილის გამთენიის 4:00 საათამდე იმუშავებს და, ამ შემთხვევაშიც, მგზავრობა უფასო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?