დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები 2025 წლის მაისის რუმინეთის არჩევნების მერე. კატასტროფა იქნებოდა რუმინეთის პრორუსული მთავრობა ორბან-ფიცოს ბანაკში.
2025 წლის მაის-ივნისში პოლონეთის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, მაგრამ “პოპულისტი” არ ნიშნავს “პუტინისტს” და ნავროცკიმ რუსეთის მიმართ მკაცრი ხაზი შეინარჩუნა.
ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოლდოვაში 2025 წლის სექტემბრის არჩევნები. მოლდოვა არაა ევროკავშირის წევრი და არ აქვს დიდი საგარეო გავლენა.
ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩეხეთში 2025 წლის ოქტომბრის არჩევნები.
პრორუსული მიდრეკილების მქონე პოპულისტებმა, ანდრეი ბაბიჩის ხელმძღვანელობით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა, ბაბიჩი არ შეუერთდა ორბან-ფიკოს ბანაკს და უფრო ზომიერი პოზიცია დაიკავა.
და 2025 წლის თებერვალში გერმანიის არჩევნებიც რომ გავიხსენოთ, იქ ფრიდრიხ მერცი გამოკვეთილი ფავორიტი იყო და, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა კიდეც.
სხვათაშორის, ორბანის მარცხი შეიძლება ზელენსკის პირველი პოლიტიკური გამარჯვებაც კი იყოს ევროპაში. ორბანმა ზელენსკი პირად მტრად დასახა და ყველაფერი გააკეთა უკრაინისთვის დახმარების შენელებისა თუ შეჩერებისათვის.
ამას დაუმატეთ ჩანაწერებიც, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს აბარებს ანგარიშებს და ვიქტორ ორბანი კი თავს ამაყად უწოდებს “პუტინის თაგუნას”.
ორბანის გამარჯვების შემთხვევაში. არა მხოლოდ ის 90 მილიარდი ევრო, რომელზეც უკრაინის გადარჩენა იყო დამოკიდებული, იდო სასწორზე, არამედ ევროკავშირის მომავალიც.
თუმცა ევროკავშირისთვის ორბანის შანტაჟი გაკვეთილი უნდა იყოს და აუცილებლად უნდა გაატარონ შიდა რეფორმები, არ შეიძლება ერთი ქვეყანას მძევლად ჰყავდეს აყვანილი ყველა სხვა წევრი.
ყველაზე პარადოქსული ამ 90 მილიარდიანი სესხის დაბლოკვაში ის იყო, რომ უნგრეთი 1 თეთრით არ მონაწილეობს ამ სესხში. და მაინც ბლოკავდა ორბანი.
და კიდევ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აწი ფიცოც ჭკვიანად იქნება.
რაც შეგვეხება ჩვენ.
ბუნებრივია კარგია და შეგვიძლია გავიხაროთ, მაგრამ ჩვენი ბედი მაინც ჩვენთან წყდება საბოლოოდ.
“ქოცნებამ” საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო ორბანის “გამარჯვებაში” და კი ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად “ბრძნული” საგარეო პოლიტიკა აქვთ.
ამ მიმართულებით ძალიან დიდი დარტყმაა ორბანის მარცხი “ქოცნებისთვის”, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ საგარეო პოლიტიკაში ვერაფერს “გაარტყეს”.
და ბოლოს – ორბანის მარცხი კიდევ იმიტომაა კარგი, რომ შანდორ პეტეფსა და ფერენც პუშკაშზე მეტჯერ იყო კობახიძე მანდ ნამყოფი და უხერხული იყო, ბოლო-ბოლო




