პიტერ მადიარი: ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანას მოატყუეს, პასუხისგებაში მიეცემიან

“ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანას მოატყუეს, პასუხისგებაში მიეცემიან” | განაცხადა უნგრელი ხალხისადმი მიმართვისას პიტერ მადიარმა. მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს, მედიის/კომუნიკაციების ეროვნული ორგანოსა და კონკურენციის ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა
🔻 საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე, 12 აპრილს, ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და ოპონენტ პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა. უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს გამარჯვებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერებიც. ამ დროისთვის ხმების თითქმის 98%-ია დათვლილი და ოპოზიციური პარტია Tisza-ს ხმების 53,59%, ორბანის პარტია Fidesz კი – 38,82% აქვს