– დიქტატორები მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით! ვინ მშვიდობიანად, ვინ მახვილით და ომით, მაგრამ მიდიან!

დიქტატორები მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით! ვინ მშვიდობიანად – ვინ მახვილით და ომით! მაგრამ მიდიან! – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს.

მისი თქმით, ამ ქვეყნად უსასრულო არაფერია.

“დიქტატორები მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით! ვინ მშვიდობიანად ( მაინც ზრდილი ევროპელები) ვინ მახვილით და ომით! მაგრამ მიდიან! უსასრულო არაფერია ამ ქვეყნად! აღდგომის ნიშანიც ეს არის: სიკვდილის და უსამართლობის შემდეგ სიცოცხლე და ნათელი დღე! გილოცავთ!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგი აშკარაა.

უნგრეთში საპარლამენტო დღეს ჩატარდა.