“მეუღლეაა, დედაა… ამ გოგოს ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც?” – ლევან ხურცია

9
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია, სოციალურ ქსელში, წერს:
სამი დღეა ვცდილობ არაფერი ვთქვა რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას , მოეწონოს ,არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ  ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ  დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც…მსახიობის , რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეაა, დედაა და ბოლო ბოლო ადამიანია. კიდევ ბევრია სათქმელი მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი!და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი როგორ ეფერებოდა თითოელ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე, და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა,ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ გაგახარებთ ამასაც გეტყვით ოღონდ მხოლოდ ჩემზე!! ჩამითვალეთ დამარცხებად , ამაყი ვარ რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!!!

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?