“1 მილიარდის ჯარიმები აპატიეს ენერგეტიკულ კომპანიებს, მაგრამ ისედაც გაჭირვებულ ხალხს დენის გადასახადი 33%-ით გაუძვირეს” – სალომე სიმონია

8
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
1 მილიარდის ჯარიმები აპატიეს ენერგეტიკულ კომპანიებს, მაგრამ ისედაც გაჭირვებულ ხალხს დენის გადასახადი 33%-ით გაუძვირეს.
მდიდრებს, რომლებიც შემდეგ ისევ პარტიას აფინანსებენ ყველაფერი ეპატიება. თუმცა უსამართლობისა და ჩაგვრის გაპროტესტება ციხით ისჯება.
ამ 1 მილიარდით, შემწეობის მიმღებ ბავშვებს (244 110) თვეში 340 ლარით გაეზრდებოდათ დახმარება და მართლა ოცნებებს აისრულებდნენ ალბათ.
ამ თანხით, დიუშენის გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებისთვის წამლების შეძენა მოხდებოდა და სიცოცხლე გაუხანგრძლივდებოდათ.
მაგრამ რეჟიმის ბუნება ასეთია:
მდიდრებს კიდევ უფრო ამდიდრებს, ღარიბებს კიდევ უფრო აღარიბებს. ხოლო, გაჭირვებით გათანგული ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის და ვერ ერთიანდება მძარცველის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?