აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელი CarneyBusiness Wire/AP, FILEაშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, აშშ-ს ძალებმა 11 აპრილს ჰორმუზის სრუტეში ნაღმებისგან გასაწმენდად პირობების შექმნა დაიწყეს.
CENTCOM-ის ცნობით, აშშ-ს ორმა სამხედრო ხომალდმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა და სპარსეთის ყურეში მოქმედებდა უფრო ფართო მისიის ფარგლებში, რომლის მიზანი ირანის მიერ განლაგებული საზღვაო ნაღმებისგან სრუტის სრულად გაწმენდაა.
“დღეს დავიწყეთ ახალი საზღვაო მარშრუტის შექმნის პროცესი და მალე გავუზიარებთ ამ უსაფრთხო გზას საზღვაო ინდუსტრიას, რათა ხელი შევუწყოთ ვაჭრობის თავისუფალ მოძრაობას” – განაცხადა CENTCOM-ის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.
CENTCOM წერს, რომ უახლოეს დღეებში გაწმენდით ოპერაციაში დამატებითი ამერიკული ძალებიც ჩაერთვებიან, მათ შორის წყალქვეშა დრონები.