ორბანმა და მადიარმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცეს.
Tisza-ს ლიდერმა, მადიარმა კენჭისყრას გადამწყვეტი უწოდა და მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არჩევნების შედეგი შესაძლოა რამდენიმე ხმის სხვაობამაც კი განსაზღვროს.
ორბანმა განაცხადა, რომ ის “აქ გამარჯვებისთვის არის.”
მისი გამოსვლის დროს ადგილზე გამოჩნდნენ პროტესტის მონაწილეები პლაკატებით, მათ შორის ერთ-ერთზე ეწერა “ბუდაპეშტი–მოსკოვის” ბილეთი.





