“მაცარი “კვარაშოუს” ყურადღებით აკვირდებოდა – იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

გუშინ, 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 2:2 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა მ დუბლის შესრულება მოახერხა. “კვარას” შესახებ იტალიური გამოცემა Areanapoli წერს და აღნიშნავს, რომ ამ მატჩს “ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ყურადღებით აკვირდებოდა.
“ვალტერ მაცარი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩს ყურადღებით უყურებდა და სავარაუდოდ, გარკვეული დასკვნებიც გააკეთა. მართალია, შუა სეზონში გუნდის ახალ ტაქტიკაზე გადაწყობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, თუმცა 3-5-2 სქემაში კვარაცხელიას ცენტრფორვარდად მოსინჯვა, შესაძლოა, “პარტენოპეის” გაუმჯობესების მთავარი გასაღები გახდეს. ვნახოთ, მიიღებს
თუ არა ამ გადაწყვეტილებას მაცარი სანაკრებო შესვენების შემდეგ”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 25 ნოემბერს, “ატალანტას” წინააღმდეგ გამართავს.