“დინამო არენაზე” საინტერესო თამაში ვნახეთ. თავიდან თბილისურ “დინამოს” არ ეტყობოდა, რომ მასპინძელი იყო, თამაშს ბათუმელი სტუმარი კარნახობდა და პირველ ტაიმში ორჯერაც დაწინაურდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩიტეიშვილის 35-მეტრიანი საოცარი გოლი და ლორიას უხეში შეცდომა, რასაც კირკიტაძის გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში მასპინძლები შედარებით გამოცოცხლდნენ და სხვაობაც შეამცირეს.
იყო ორივე მხრიდან ანგარიშის შეცვლის შანსიც და დროც, შეიძლებოდა პენალტების დანიშვნაც, მაგრამ ბოლო წუთებში რაც ვნახეთ, როცა ორივე გუნდს თითქოს ეჩქარებოდა საფინალო სასტვენის გაგონება, გვაფიქრებინებს, რომ ფრე ორივეს აწყობდა.
დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 2:2
გოლები: 0:1 ჩიტეიშვილი (3, მარას პასით), 1:1 დოლტმურზიევი (9), 1:2 კირკიტაძე (36), 2:2 მონტეირუ (73)
დინამო (თბ): ლორია, ს. ხარებაშვილი, კურდიჩი, უგრეხელიძე (სანტუში 69), კალანდაძე, ოსეი (ზარია 69), იორო (სირაძე 62), ნინუა, მონტეირუ, გ. ხარებაშვილი (დონკორი 46), დოლტმურზიევი (რამუში 78).
დინამო (ბთ): თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი, ჯაფარიძე, მილჩენკო (კოხრეიძე 71), კირკიტაძე (ფუტკარაძე 71), მარა, წულუკიძე, მანდრიჩენკო (ხოზრევანიძე 80).
არბიტრი: ი. შენგელია