ისტორია დაიწერა — დღეიდან ქრისტინა კოხი არის პირველი ქალი, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა

ისტორია დაიწერა — დღეიდან ქრისტინა კოხი არის პირველი ქალი, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა.
მთვარეზე ისტორული მისიის შემდეგ, არტემის II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე. ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში 11 აპრილს, თბილისის დროით 04:07 საათზე დაეშვა.
კოსმოსური ხომალდი დედამიწას მაქსიმალურად 6 აპრილს დაშორდა, 406,771 კმ-ით და ამით კოსმოსში ჩვენი პლანეტიდან ყველაზე შორს მოგზაურობის რეკორდი მოხსნა. ეკიპაჟის წევრები იყვნენ: რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.
47 წლის ქრისტინა კოხი წლებია კოსმოსურ ისტორიას ქმნის. ამ მისიაში ის მონაწილეობდა, როგორც სპეციალისტი, აკონტროლებდა ხომალდის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს და ეკიპაჟის უსაფრთხოებას.
კოხი ჩრდილოეთ კაროლინიდანაა, მან ინჟინერიის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები სწორედ ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტსა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში აიღო. ასევე, მუშაობდა NASA-ს მისიებისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო ხელსაწყოებზე. კოხს -ის ანტარქტიკული პროგრამისა და ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო ადმინისტრაციის სამეცნიერო სამუშაოებშიც აქვს წვლილი შეტანილი.
ის ანტარქტიდის, გრენლანდიისა და ჩრდილოეთ ალასკის ექსპედიციების წევრი იყო, ხოლო ასტრონავტების მოსამზადებელ სწავლებაში 2013 წელს ჩაერთო.
ქრისტინა კოხი კოსმოსში 2019 წლის მარტში გაფრინდა და დედამიწაზე 2020 წლის თებერვალში დაბრუნდა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 328 დღე გაატარა — იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქალმა ასტრონავტმა. გარდა ამისა, ის კოლეგა ჯესიკა მეიერთან ერთად ღია კოსმოსში გავიდა, რაც მხოლოდ ქალების მონაწილეობით პირველად მოხდა.