პოლონეთის EU-ის გაფართოების სტრატეგიაში საქართველო ნახსენები არაა

პოლონეთმა 2026–2030 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში საქართველო ნახსენები არ არის.
დოკუმენტში ვარშავა პრიორიტეტულ პარტნიორებად მხოლოდ უკრაინას, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ასახელებს.
სტრატეგიის მიხედვით, პოლონეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის ზონის გაზრდის საშუალებას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება კრიტერიუმების შემსუბუქებას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს დამსახურებაზე დაფუძნებულ შეფასებას (პრინციპით „მეტი მეტისთვის“) და სრულად უნდა იცავდეს პოლონეთის საკვანძო ინტერესებს.
ვარშავა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი დღეს რუსული რევიზიონიზმისა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან მზარდი კონკურენციის პირობებში იმყოფება.
ოპოზიციის შეფასებით, ის, რომ გაფართოების ანგარიშში საქართველო აღარ ფუნქციონირებს, ეს “ოცნების” პოლიტიკის შედეგია.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?