ქუვეითმა ირანი და მისი პროქსები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა

ელ-ქუვეითი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით იერიშის შემდეგ, 25 მარტი, 2026APქუვეითმა ირანის ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ირანის რეჟიმი და მისი მარიონეტული ძალები ქუვეითის წინააღმდეგ დრონების გაშვებაში დაადანაშაულა, რასაც წინ უძღოდა საუდის არაბეთის განცხადებაც, რომ ბოლო იერიშების შედეგად სამეფოში ნავთობის მთავარი მილსადენი დაზიანდა.
ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხუთშაბათის ღამის საათებში დრონების სამიზნე “კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქუვეითური ობიექტები იყო”.
პარალელურად, საუდის არაბეთის სამთავრობო მედია ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ სამეფოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენზე თავდასხმა მართლაც მოხდა. ამ მილსადენის მეშვეობით ნავთობი, ჰორმუზის სრუტის გვერდის, წითელ ზღვისკენ მიეწოდება და ის სამეფოსთვის ნედლი ნავთობის ექსპორტის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
თუმცა, ქუვეითის განცხადების პარალელურად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ირწმუნება, რომ 8 აპრილს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე ირანს იერიშები არ მიუტანია. თეირანის მტკიცებით, ყურის სახელმწიფოებზე დრონებით თავდასხმები ისრაელმა ან -მ მიიტანა.
“თუ მედიაში გავრცელებული ეს ცნობები სიმართლეა, უეჭველად ეს სიონისტური მტრის ან ამერიკის ნამოქმედარია,” აცხადებს IRGC.