157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები –

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 157 ენერგეტიკულ კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები.
მისი თქმით, კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება
“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ ორიოდე თვის წინ გადაწყვეტილება, ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცეს უკვე დასრულდა. მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.