“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ “რეალის” ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
კომპანის თქმით, ბრაზილიელის მსგავსი მოთამაშე საჭიროა.
“ზოგჯერ საფეხბურთო სამყაროს სჭირდება მოთამაშეები, რომლებიც გამოირჩევიან ბრბოსგან. ჩვენც გვყავს ასეთი მოთამაშეები და მათ წარმატებებს აღვნიშნავთ. მაგალითად, ფრანკ რიბერი “ბაიერნში” ასეთი ფეხბურთელი იყო. სწორედ ამიტომ ვცემ ამხელა პატივს ვინისიუსს. რა თქმა უნდა, არ მინდა, რომ მან ჩვენს წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშოს, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები შედეგებზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ვინი ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც არის”, – განაცხადა კომპანიმ Goal-თან ინტერვიუში
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბაიერნმა” “რეალი” 2:1 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 15 აპრილს გაიმართება.