კონკურენტი ვიტინიასთვის – პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს

პსჟ მოსკოვის „ლოკომოტივის“ 20 წლის ნახევარმცველის ალექსეი ბატრაკოვის ტრანსფერს განიხილავს, – იტყობინება „ჩამპიონატი“ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც სიტუაციას იცნობს.
„ფრანგული კლუბი აქტიურად აგროვებს ნახევარმცველზე ინფორმაციას, ცნობებს და სწავლობს ფეხბურთელს. მალე პირადი მოლაპარაკებების საწარმოებლად მოსკოვში პსჟ-ს წარმომადგენლის ჩამოსვლაა დაგეგმილი“, – წერს გამოცემა.
ბატრაკოვი ცენტრალური ნახევარმცველია, მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ამ სეზონში ყველა ტურნირზე კლუბში 30 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონი ევროა. ბატრაკოვს რუსეთის ნაკრებში 10 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.
„პარი სენ ჟერმენში“ 2024 წლის ზაფხულში „კრასნოდარისგან“ 20 მილიონად შეძენილი რუსი მეკარე მატვეი საფონოვი თამაშობს.