ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ქოცებმა, თინათინი ვნებიანი იყოო და ძუძუებიც რომ ქონდა, არ იცოდითო?
ვნებიანი იყო და ვნება წარგმართავდეს, ვნება იყოს შენი ცხოვრების განმსაზღვრელი, სხვადასხვა რამეა.
ძუძუები “საჭირო” იყო ჯაყოს ხიზნებში, კი, იმ საოცრად მაგრად დადგმულ სპექტაკლში, რომელშიც ე.წ. თამამი სცენები სწორედ იმათ მსგავსებს უკვირდათ, ახლა რომ იწონებენ. ის გადმოცემდა ზუსტად იმ ყველაზე დიდ მანკიერებას ხორცი როგორ იმარჯვებს სულზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ადამიანობაზე, ჯერ ხორცი და მერე ფული, ჯერ ხორცი და მერე უხორცობა…
აქ რას გადმოსცემს? რუსთაველის პოემიდან, ძუძუების გარდა რომ ვერაფერი გამოიტანო – საოცრება არაა? არადა, “მძულს უგულო მტლაშა–მტლუშიო”, – გითხრა თან.
რას გადმოსცემს აქ სიშიშვლე? – სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღებას? იქნებ, სიბრძნეს, ან მეგობრობას? იქნებ, ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილს? რატომ შეიძლება აქ ჭკუათმყოფელს მოგინდეს ამ ხერხის გამოყენება?
დათა თავაძემ სპექტაკლში, სწორედ ის გამოსცა ამ ხერხით, რა მოცემულობაც გვაქვს და სხვაგვარად ვერ დაგანახებდა, ამიტომ გამოვიდა გენიალური.
თორემ, არც გახდა უკვირს ვინმეს და არც ჩაცმა, ქოც პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი, აუზზე გადაღებულ ფოტოებში გვყავს ნანახი.
მასე, ქოც დეპუტატ ქალებსაც აქვთ ძუძუები, მაგრამ განა პრობლემა მისი გამოჩენა, ან არ გამოჩენაა? მაგას ვედავებით?
ან, ლექსს ვერ გადმოსცემდაო.
არც უნდა გადმოეცა, არც უნდა ეცადა.
ან, ეპოქა როგორ გადმოეტანაო – არც უნდა გადმოეტანა.
არც ტანსაცმელი მაინტერესებს, მე პირადად, არც უტანსაცმელობა, არც ლექსად თქმა და არც შაირად, ის ღირებულებები, ის ემოცია უნდა მოეტანა, რაც დევს იქ, იმ დიდ პოემაში. ამაშია, საქმე.
არ მოიტანა. განა ვერ მოიტანა, არ მოიტანა. მცდელობაც ვერ დავინახე ამის.
ახლა ამის დანახვა ვისაც უნდა, ერთ კადრშიც ჩანს, უპატივცემულობა პოემის, ავტორის, მისი შინაარსის, ღირებულების, ჩანს ერთ კადრშიც…
ერთხელ, ხეზე შემორჩენილი ლეღვი ვიპოვეთ სამმა, ერთი ცალი ლეღვი გავიყავით, ბავშვობაში სამმა და მხოლოდ ერთი მოიწამლა, ისე მოიწამლა, კლინიკაში გადაიყვანეს. მხოლოდ მესამედი რომ იყო იმ ლეღვის მომწამვლელი, გაფუჭებული, ეს ნიშნავს, რომ ის ერთი ცალი ნაყოფი საღი იყო?
და არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბევრად მადარდებს, ვიდრე სტურუას უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლზე მითხლეშილი ხალხის ფული.
ისეთ დღეშია სკოლები, ისეთ დღეშია განათლების სისტემა, წლიდან წლამდე რთულდება, ეს დიადი პოემა ისე აუხსნა და გააგებინო ბავშვებს, რომ შესძლონ მისგან მთავარი წამოიღონ, ჩაწვდნენ ღირებულებებს.
ყოველწლიურად მეტად და მეტად მესმის, რომ თითქოს არ შეესაბამება თანამედროვებას, არადა, თუ იმ ღირებულებებს სწორად ამოწევ, რაც აქვს, შეესაბამება რომელია…
ხოდა, ამას შეუწყო სტურუამ ხელი, იმ აზრს, რომ თურმე, არ შეიძლება ამ პოემიდან ამოვიდეს კარგი სცენარი, ან არ შეიძლება მისი თანამედროვედ დადგმა ისე, რომ მარაზმი არ გამოგივიდეს.
ესაა პრობლემა, თორემ, სტურუამ რაც დაუშავა ქართულ თეატრს და მსახიობებს, თავისი უსამართლობით, სიპატარავით, თავისუფლების ჩაკვლის მცდელობით – იმაზე მეტს ამ სპექტაკლით ახლა ვერანაირად ვერ დააშავებს.
კი, დიდი რომ იყო, დიდი რომ ეგონა ბევრს, იმიტომაც მოახერხა ამდენის დაშავება.
კი, დიდი რომ ეგონა ბევრს, იმიტომაა ასეთი პატარა თავისუფლებისა და სიმართლის საწინააღმდეგო მხარეს დგომით.


