[VIDEO] “არსენალს” მხსნელად ჰავერცი მოევლინა – “სპორტინგი” ბოლო წუთებზე დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “არსენალმა” გასვლაზე “სპორტინგი” 1:0 დაამარცხა. გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, “მეთოფეები” ტრადიციულად “მძიმე”ფეხბურთს თამაშობდნენ, თუმცა დაცვაში კომპაქტურად მოქმედებდნენ.
მეორე ტაიმში “არსენალის” მეკარეს დავიდ რაიას რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუხდა. 63-ე წუთზე მარტინ სუბიმენდიმ ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, გოლი გაუქმდა.
90+1 წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა გაბრიელ მარტინელიმ ასევე მატჩში ახლად ჩართული კაი ჰავერცი მონახა, ამ უკანასკნელმა კი “მეთოფეებს” მოაგებინა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ლონდონში გაიმართება.
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი – არსენალი 0:1
გოლები: 0:1 ჰავერცი (90+1)