[VIDEO] შენგელიას 10 ქულა – “ბარსელონა” “პანათიანიკოსთან” დამარცხდა

ევროლიგის მორიგ ტურში “ბარსელონა” შინ “პანათინაიკოსთან” 79:93 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებში თორნიკე შენგელიამ მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
“ბარსელონა” 20 მოგებითა და 16 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 10 აპრილს, მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ “მონაკოსთან” გამართავს.