ოპოზიციას მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, რომ მუდმივად დისკრედიტაციის სტრატეგია განავითაროს –

“ოპოზიციას მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, რომ მუდმივად დისკრედიტაციის სტრატეგია განავითაროს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა გადაწყვეტილებითაც, მთავრობის ახალ მეთაურს მხარს არ დაუჭერენ.
ვოლსკის თქმით, თავის საქმის პროფესიონალია და ის დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.
“ოპოზიციას მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, რომ მუდმივად დისკრედიტაციის სტრატეგია განავითაროს. ირაკლი კობახიძეს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის კარგად მცოდნე, პროფესიონალი და ენერგიული ადამიანი, ვინც კარგად წარუძღვება დაკისრებულ მოვალეობებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას