მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა – “ვილიარეალი” “ჟირონასთან” დამარცხდა

ლა ლიგის ოცდამეათე ტურში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „ჟირონასთან“ მარცხი განიცადა – 0:1.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. მან შეუცვლელად ითამაშა.
მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
„ვილიარეალი“ 58 ქულით მესამე ადგილზეა და 12 აპრილს ბილბაოში „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება.
ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა – ვილიარეალი 1:0
გოლი: ნავარო (45, საკ. კარში)