[VIDEO] “ნაპოლიმ” “მილანსაც” მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

სერია A-ს ოცდამეთერთმეტე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „მილანს“ 1:0 სძლია.
გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და 65 ქულით მეორე ადგილზეა. „მილანი“ 63 ქულით მესამე პოზიციაზეა. ლიდერი 72 ქულით „ინტერია“.
„მილანი“ 11 აპრილს „უდინეზეს“ უმასპინძლებს, „ნაპოლი“  12 აპრილს „პარმას“, „ინტერი“ კი იმავე დღეს „კომოს“ ესტუმრება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი – მილანი 1:0
გოლი: პოლიტანო (79)