მოულოდნელი ამბავი – პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს

L’Équipe-ის ცნობით, პსჟ-ის 20 წლის მაროკოელი კიპერი ბილალ ლაურენდონი, რომელიც პარიზელთა ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავს, კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერ “საბაჰში” განაგრძობს.
ახალგაზრდა კარის დარაჯს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს. მას ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და აზერბაიჯანულ გუნდს უსასყიდლოდ შეუერთდება.
“საბაჰი” ადგილობრივ ჩემპიონატს ლიდერობს და დიდი ალბათობით, ტიტულის მფლობელიც წელს სწორედ ეს კლუბი გახდება.
ლაურენდონს პსჟ-ის მთავარ გუნდში დებიუტი არასდროს ჰქონია, ლოდინით დაიღალა და უნდა, რომ თავისი ძალები პროფესიონალურ დონეზე სცადოს.