დარჩება “ბენფიკაში”? – მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა

პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში “ბენფიკამ” მოულოდნელად გასვლაზე “კაზა პიას” ვერ სძლია (1:1) და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რაც შეიძლება მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრად დაუჯდეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები ლისაბონელთა მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თავისი მომავლის შესახებ დაეკითხნენ.
“გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ “ბენფიკაში” მუშაობის გაგრძელება მინდა”, – თქვა “განსაკუთრებულმა”.
ჟოზემ ასევე აღნიშნა, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ამ დროისთვის “ბენფიკა” მე-2 პოზიციაზე მყოფ “სპორტინგს” 2 ქულით ჩამორჩება და თანაც ქოჩორაშვილის გუნდნს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.