რუსული ნავთობი აშშ-ში ბაჰამის კუნძულებზე არსებული „ხვრელის“ გავლით შედის – Bloomberg

რუსული ნავთობი -ში ბაჰამის კუნძულებზე არსებული „ხვრელის“ გავლით შედის, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
მედიის ცნობით, ამერიკულმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამ, სანქციების მიუხედავად, ბაჰამის კუნძულებზე 10 000 ბარელი რუსული ნავთობის იმპორტი განახორციელა.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მორგან ბატერფილდის თქმით, „ნავთობი, რომელიც უილმინგტონში, დელავერის შტატში ნოემბერში ჩავიდა, არ არღვევდა აშშ-ის სანქციებს, რადგან ის დან ბაჰამის კუნძულებზე ექსპორტირებული იყო 2022 წლის 8 მარტამდე, ვიდრე სანქციები ამოქმედდა“.
„ტერმინალებში რუსული ნავთობი ამერიკაში იმპორტამდე სხვა ქვეყნის ნავთობთან ერთად იყო შერეული“, – განაცხადა მორგან ბატერფილდმა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აღსანიშნავია, რომ ტვირთი მივიდა PBF Energy Inc ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, ქალაქ დელავერში. იმპორტიორმა განმარტა, რომ ჩასული ნავთობის ნაწილი იყო რუსული წარმომავლობის. ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის წარმომადგენელმა, მაიკლ კარლოვიჩმა განაცხადა, რომ ტვირთი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეესაბამება.
1tv.ge