ილჰამ ალიევს ბიზნეს ცენტრში უმასპინძლებს

ილჰამ ალიევს ბიზნეს ცენტრში უმასპინძლებს
06 აპრ 202614:00
აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ბიძინა ივანიშვილი დღეს ბიზნეს ცენტრში უმასპინძლებს.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი არიან.