ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:
“60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.
შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ… მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია…
არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.
არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა”.
მწვრთნელის ბრალია, როგორ შეიძლებოდა მეორე გოლის შემდეგ მოედნის ცენტრის სრულიად უბრძოლველად დათმობა და თერთმეტი კაცით საკუთარ საჯარიმოსთან შეყუჟვა! ან ჩაკვეს გამოცვლა რა სისულელე იყო, ან ჟორჟის? ჩაკვეს გაყვანით კონტრთამაში ფაქტიურად მოსპო., რადგან მის გარდა კარგი პასი მხოლოდ კვეკვეს აქვს და ისიც გაიყვანა, გასაგებია კვეკვეს არ აქვს ის კლასი რაც საჭიროა, მაგრამ ორივე რომ გაგყავს, რისი იმედი გაქვს, მექვაბიშვილის? ჟორჟი კი შეძლება დღეს ისე არ ჩანდა, მაგრამ ის ფეხბურთელია რომლის მიმართაც დიდი ყურადღება იყო სკოტების მხრიდან და ეგ რომ გაიყვანა ხელფეხი მეტად გაეხსნათ. მოკლედ უმწვრთნელო გუნდია რა…