ინძაგიმ გამორიცხა – იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

საუდის არაბეთის კლუბის “ალ-ჰილალის” დამრიგებელმა სიმონე ინძაგიმ გამორიცხა, რომ ის იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. მას ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შრომითი ხელშეკრულების  ბოლომდე შესრულებას აპირებს.
“100%-ით იტალიელი ვარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყანა მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩემს ძმასაც აქვს. დარწმუნებული ვარ, იტალიური ფეხბურთი აღდგება.
“სკუადრა აძურას” ჩაბარება? – “ალ-ჰილალთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს და აქ ძალიან ბედნიერი ვარ”, – ციტირებს ინძაგის Libertà.
შეხსენებისთვის, იტალიის ნაკრების მომავალი მწვრთნელის გარშემო მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტესა და რობერტო მანჩინის გვარებიც სახელდება. პირველმა ორის თავისი კლუბებიდან წასვლა გამორიცხული ამბავია, მანჩინი კი “სკუადრა აძურაში” დაბრუნებაზე მზაობას გამოთქვამს.