გიორგი მამარდაშვილის “ლივერპული” ინგლისის Fa Cup-ის მეოთხედფინალში გასვლაზე “სიტისთან” 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ “მერსისაიდელთა” კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ მთლიანი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ.
როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, ეს მარცხი მალე უნდა დაივიწყონ, რადგან წინ პსჟ-ისთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე ორი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელით.
“ამ შედეგის მიღება ძალიან რთულია და მინდა, რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. პასუხისმგებლობა მთლიანად ფეხბურთელებს გვეკისრება, რადგან მოედანზე ჩვენ გავდივართ.
ამ რთულ დროს ერთად უნდა ვიყოთ. დიდი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ საშინელი მეორე ტაიმის მიუხედავად, ვთვლი, რომ პენალტის ეპიზოდამდე ბევრი პრობლემები არ გვქონდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარცხი თავიდან რაც შეიძლება მალე ამოვიგდოთ. რეალობა ისაა, რომ კვირის შუაში საკმაოდ “მშიერ” პსჟ-ის ვეთამაშებით და მათთან დაპირისპირების შუალედში “ფულჰემთან” არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.
ძალიან რთულ პერიოდს გავთივართ. მესმის გულშემატკივრების, რომლებმაც “სიტისთან” 0:4 მატჩისას გვისტვინეს. რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ისინი სტადიონზე ბოლომდე დარჩენილიყვნენ, მაგრამ როდესაც ასეთი ანგარიშით აგებ და მსგავსი მეორე ნახევარი გაქვს, ფანების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს”, – ციტირებს ვან დეიკს ESPN.