35 წლის ასაკში ცნობილმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოსკარმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ასრულებს.
“2,5 წუთის განმავლობაში გული გაჩერებული მქონდა. ეს შოკი იყო და დღეს ამაზე საუბარი უფრო ადვილია. წნევა დამივარდა, გული გამიჩერდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადამიყვანეს”, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Globo Esporte.
შეხსენებისთვის, ოსკარმა კარიერა “სან პაულოში” დაიწყო, შემდეგ სამშობლოში “ინტერნაციონალში” გადაბარგდა. ევროპაში ოსკარი “ჩელსის” ღირსებას იცავდა, 2017 წელს კი მოულოდნელად ჩინეთს მიაშურა. ბრაზილიელი 2025 წელს სამშობლოში “სან პაულოში” დაბრუნდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბუცები ლურსმანზე მალე ჩამოჰკიდა.