Football Italia-ს ცნობით, იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა მუნდიალზე გასვლისთვის ბონუსი 300 000 ევრო (თითოეულ ფეხბურთზელ 10 000) მოითხოვეს.
შეხსენებისთვის, “სკუადრა აძურა” პლეი-ოფის ფინალში გასვლაზე ბოსნიას დაუპირისპირდა და საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს ბონუსის მოთხოვნის იდეა გუნდის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გადააფიქრებინა, რადგან მას მიაჩნდა, რომ ფეხბურთელების ფულადი თანხით დაჯილდოვება მხოლოდ მუნდიალის გამო შეიძლებოდა და არა ამ ტურნირზე გასვლისთვის.