საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა, ბულგარეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე, მეორე მატჩი მასპინძელი ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარა და ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის შემდეგ (2:2), ჩვენი გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა (5:3).
ბულგარეთთან შეხვედრაში, ანგარიში მე-10 წუთზე თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა, ხოლო შემდეგ კვარაცხელიას პასით ტაიმის მიწურულს თავი ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა, რომელმაც ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, ტურნირის ბოლო მატჩს ოთხშაბათს, 8 აპრილს, 12:00 საათზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით პანელტებში მოგებით ბულგარეთმა 2 ქულა მოიპოვა, ხოლო ჩვენ გუნდს 1 ქულა შეემატა. ბოლო ტურის წინ მასპინძლებს 5 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოს 16-წლამდე ნაკრებს 4.
NAKREBI.GE