„უოტფორდი“, რომელიც სამიოდ დღის წინ გასვლაზე „ქუინზ პარკთან“ 1:2 დამარცხდა, დღესაც ლონდონურ გუნდს შეხვდა – ჩემპიონშიფის ორმოცდამეერთე ტურში, საკუთარ მოედანზე „ჩარლტონთან“ ქულები გაიყო (1:1).
მასპინძელთა რიგებში საბა გოგლიჩიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს.
კომპენსირებულ დროში სტუმართა გუნდის მცველმა კონორ კოადიმ მძიმე ტრავმა მიიღო, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მატჩი 105-ე წუთზე დასრულდა.
„უოტფორდი“ 57 ქულით მეათე ადგილზეა, ამ მომენტისთვის პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 11 აპრილს „ოქსფორდს“ ესტუმრება.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი – ჩარლტონი 1:1
გოლები: 0:1 გოდენი (62), 1:1 ირანკუნდა (75)