პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა დიდი ალბათობით მომდევნო კვირის ბოლოს დამტკიცდება. პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ხვალ, 2 თებერვალს მიმართავს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით.
“ხვალვე, 17:00 საათზე ჩაინიშნება ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. ორშაბათიდან უკვე იქნება საკომიტეტო მოსმენები მთავრობის შემადგენლობის. ჩვენი გეგმაა, რომ კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათის სხდომაზე დიდი ალბათობით განვიხილოთ პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა და კენჭი ვუყაროთ ახალ შემადგენლობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს.