ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის სტენოგრამას ავრცელებს:
მიშა- ზურა გამარჯობა
– გაგიმარჯოს მიშა
მიშა- დღეს აქ რა მოისმინეთ, რაც ადასტურებს რომ მე აქ უნდა ვიჯდე. ხომ დასტურდება რომ შეთითხნილია. ვადასტურებ რომ ჯარის გამოყვანა ჩემი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ რისთვის? გიპასუხათ რომ წესრიგის დაცვისთვის. ზურა, მინდა გკითხო , პატარკაციშვილი კავშირში იყო რუსეთთან
ზურა- რა თქმა უნდა ვადასტურებ რომ იყო კავშირში. პატარკაციშვილმა ფული იშოვა რუსეთში. ფსბს აგენტი თუ იყო მისი დაცვა რატომ იყო თბილისში? რატომ არ დაიჭირეთ (მანამდე მიშამ ახსენა ეს ფაქტი)
მიშა- ადასტურებ თუ არა რომ იმედი შეიქმნა რუსული ფულით
ზურა- რუსული ფულით შეიქმნებოდა ფული რუსეთში იშოვა მისმა მფლობელმა.
მიშა- ვისი ნაქირავები იყო ბინა რომელშიც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა
ზურა- არ ვიცი
მიშა- ვისი და ვასილ მაღლაფერიძის ზურა. როგორ არ იცი. ზურა იყავი თუ არა 2008 წლის შემდეგ პუტინთან
ზურა- კი
– რატომ
ზურა- იმიტომ რომ დამელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან.
მიშა- რა ურთიერთობები უნდა დაგელაგებინა შე მოღალატე, გვიპყრობდა შენ ხარ მოღალატე!
დარბაზში ხმაურია. წამოდგნენ პროკურორები, ადვოკატები ყველა ფეხზე დგას. ბრალდებულიც და მოწმეც ერთმანეთს ხმამაღლა მიმართავენ. მიშა ამბობს”ხელის გულზე დევს რომ რუსეთის ხელით მასამართლებენ” და დარბაზს ტოვებს.




