საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება

საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. გიორგი ბარვენაშვილი “ქართული ოცნების” სიაში 71- ადგილზეა.
ს, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მესამე ნომერია, პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.
ინფორმაციისთვის, დღეს ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. 2 თებერვალს, პარლამენტის ბიურო მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგს და საკომიტეტო, ოპოზიციის და უმრავლესობის მოსმენის გრაფიკის დაამტკიცებს. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება. პროცესი ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს