მეორე ბუნდესლიგის ოცდამერვე ტურში „ნიურნბერგი“ გასვლაზე „აინტრახტს“ დაუზავდა – 1:1.
სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 7.8, whoscored 7.5, Sofascore 7.3.
„ნიურნბერგმა“ ბოლო 3 მატჩიდან 1 ფრედ დაასრულა, 2 მოიგო, 37 ქულით მერვე ადგილზეა და 11 აპრილს დრეზდენის „დინამოს“ უმასპინძლებს.
ბრაუნშვაიგი. „აინტრახტი“
აინტრახტი – ნიურნბერგი 1:1
გოლები: 0:1 ნძინგულა (17), 1:1 მიატოვიჩი (61)