კვერნაძის 74 წუთი და “ფროზინონეს” მორიგი გამარჯვება

სერია B-ს ოცდამეცამეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „პადოვა“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ 74-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: Sofascore 7.5, Flashscore 6.4.
„ფროზინონემ“ ბოლო 10 მატჩიდან 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 68 ქულით მეორე ადგილზეა და 10 აპრილს „პალერმოს“ უმასპინძლებს.
68 ქულით ლიდერი (ბურთების უკეთესი სხვაობით) „ვენეციაა“, მესამე ადგილზე კი 65 ქულით „მონცაა“. ამ ორივე გუნდს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე – პადოვა 2:0
გოლები: 1:0 რაიმონდო (25), 2:0 ჯელი (30)